GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ობიექტებზე სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას, პროცესების მონიტორინგსა და შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას.
კომპანია: GMT/HOSPITALITY
მიმართულება: სურსათის უვნებლობა / ხარისხის კონტროლი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში / 40 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
კომპანიის ობიექტებზე სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და შიდა სტანდარტების შესრულების მონიტორინგი;
სურსათის მიღების, შენახვის, მომზადებისა და რეალიზაციის პროცესების კონტროლი;
პროდუქტების შენახვის პირობების, ტემპერატურული რეჟიმებისა და ვადების მონიტორინგი;
სამზარეულოსა და სამუშაო სივრცეების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
კრიტიკული საკონტროლო წერტილების მონიტორინგსა და კონტროლში მონაწილეობა;
შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის წარმოებისა და სისწორის კონტროლი;
ობიექტებზე პერიოდული ინსპექტირებისა და შიდა აუდიტების განხორციელება;
გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაციის მომზადება და პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგი;
თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებზე ინსტრუქტაჟის/ტრენინგის ჩატარებაში მონაწილეობა;
სამზარეულოს თანამშრომლების მიერ დადგენილი ჰიგიენური სტანდარტების შესრულების მონიტორინგი;
მავნებლების კონტროლის, დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი;
ნედლეულისა და მზა პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან დაკავშირებული ხარისხისა და სურსათის უვნებლობის საკითხების განხილვა;
ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
კომპანიის პროცესების მოქმედ კანონმდებლობასა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობა.
უმაღლესი განათლება სურსათის ტექნოლოგიის, სურსათის უვნებლობის, ბიოლოგიის, ქიმიის, ვეტერინარიის ან შესაბამის სფეროში;
სურსათის უვნებლობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის სისტემების ცოდნა;
საქართველოს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნების ცოდნა;
შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების გამოცდილება;
MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
მაღალი სიზუსტე და ორგანიზებულობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ობიექტებზე გადაადგილებისა და სხვადასხვა სამუშაო გარემოში მუშაობის მზაობა;
მაღალი სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესების სურვილი.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ფასდაკლებას GMT/HOSPITALITY-ის ობიექტებზე;
უფასო ლანჩს;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
დაბალანსებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებს;
საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
გამოცდილებას ჰოსპიტალიტის სფეროში და ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარებას.
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული/პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations