GMT Hospitality სამზარეულოს / კულინარიის დეპარტამენტი-ში აცხადებს ვაკანსიას მზარეული-ის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც სამზარეულოს ყოველდღიურ წარმოებაში ჩაერთვება და უზრუნველყოფს კერძების მომზადებას, ხარისხსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას.
კომპანია | GMT Hospitality |
სტრუქტურული ერთეული | სამზარეულოს / კულინარიის დეპარტამენტი |
დასაქმების ფორმა | სრული განაკვეთი |
სამუშაო დღეები | 5 დღე |
სამუშაო საათები | 40 დღე |
სამუშაო ადგილი | თბილისი |
· პროდუქციის მომზადება და კერძების წარმოება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
· ნედლეულის მიღების, შენახვისა და ვარგისიანობის კონტროლში მონაწილეობა;
· პორცირების, გემოსა და ვიზუალური ხარისხის სტანდარტების დაცვა;
· FIFO/FEFO პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა;
· სამუშაო ადგილისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
· პროდუქტის დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმიზაცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
· სამზარეულოში შესაბამის პოზიციაზე პრაქტიკული გამოცდილება — პოზიციის დონის მიხედვით;
· სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საბაზისო ცოდნა;
· რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების შესრულების უნარი;
· პროფესიული კულინარიული განათლება სასურველია.
· სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
· სამუშაო ვადებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
· გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
· პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· GMT Hospitality-ის რესტორნებში კორპორაციულ ფასდაკლებას;
· პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობას;
· სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
· სრულად დაფინანსებულ მომზადება-გადამზადების პროგრამებს და საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას.
შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მიღებული განაცხადების განხილვა;
2. გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
3. პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
4. საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს. კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
კანდიდატის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი). კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations