ძირითადი მოვალეობები
დაგეგმილი საწყობის ყოველდღიური სამუშაოების შესრულება
საწყობის თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და მათი შესრულების მონიტორინგი;
მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღების პროცესის განხორციელება;
მიღებული პროდუქციის რაოდენობის, ხარისხის, ვარგისიანობის ვადებისა და თანმხლები
დოკუმენტაციის შემოწმება;
გამოვლენილ შეუსაბამობებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
პროდუქციის შესაბამის საწყობებში სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
ტემპერატურული რეჟიმებისა და FIFO/FEFO პრინციპების სრული დაცვის უზრუნველყოფა;
შესაბამისი განყოფილებების მოთხოვნის საფუძველზე პროდუქციის დროული და ზუსტი გაცემის ორგანიზება;
მიღება-გაცემის, დაბრუნების, ჩამოწერისა და სხვა სასაწყობო დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი;
ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების განსხვავების არსებობის დროს პასუხისმგებლობა.
გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
დაზიანებული, ვადაგასული ან მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი
რეაგირების უზრუნველყოფა;
საწყობში სისუფთავის, წესრიგისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
მავნებლების ან სხვა საფრთხეების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილების, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
სასაწყობო პროცესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი
ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საწყობში, სასურველია სუპერვაიზერის, კოორდინატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
თანამშრომლების ხელმძღვანელობისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
სასაწყობო აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
FIFO/FEFO პრინციპებისა და პროდუქციის შენახვის სტანდარტების ცოდნა;
სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის ნორმების ცოდნა;
სასაწყობო და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
გუნდის მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
პრობლემების დროულად გამოვლენის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო ეთიკისა და შიდა ორგანიზაციული წესების დაცვა;
სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations