GMT Hospitality ფინანსურ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვაში, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებასა და მატერიალური მარაგების კონტროლში.
კომპანია: GMT Hospitality;
სტრუქტურული ერთეული: ფინანსური დეპარტამენტი;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00–18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ,ჭანტურიას 6/2;
ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება და სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა;
პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და დაარქივება;
საოპერაციო შესყიდვების დამუშავება სასაწყობე და საბუღალტრო პროგრამებში;
შეკვეთის ორდერების, სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება;
სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სააღრიცხვო პროგრამაში დროულად ასახვა;
გადასახადების გაანგარიშებისა და ყოველთვიური თუ წლიური დეკლარაციების მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და გამოვლენილი სხვაობების შესაბამის პირებთან კოორდინაცია;
მატერიალური მარაგების მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი;
ყოველთვიური ანგარიშებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
კომპანიის შიდა პროცედურებისა და მოქმედი რეგულაციების დაცვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
1C-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
სასურველი მოთხოვნები:
Materials Control-ში მუშაობის გამოცდილება;
სტუმარმასპინძლობის, სარესტორნო ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
ინფორმაციის ორგანიზებისა და სისტემატიზაციის უნარი;
სამუშაო ვადებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის მაღალი სტანდარტი.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
GMT Hospitality-ის რესტორნებში კორპორაციულ ფასდაკლებას;
პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობას;
სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
სრულად დაფინანსებულ მომზადება-გადამზადების პროგრამებს და საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას
შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს. კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
კანდიდატის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ბმულზე და დაგვიკავშირდეთ ამავე გვერდზე მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით:
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე ბმულზე.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
Take these to strengthen your application.