GMT Hospitality აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის, ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვაზე, HACCP-ის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და შესაბამისი პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
კომპანია: GMT Hospitality;
სტრუქტურული ერთეული: სამზარეულოს დეპარტამენტი;
პოზიცია: სურსათის უვნებლობის მენეჯერი;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: დინამიური;
სამუშაო ადგილი: ფუნიკულიორის კომპლექსი / ზაარბრიუკენის მოედანი.
კომპანიის კვების ობიექტებში ჰიგიენური, სანიტარული და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების დაფიქსირება, შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი;
პროდუქციის თანდართული დოკუმენტაციისა და ეტიკეტირების სისწორის შემოწმება;
HACCP-ის გეგმისა და განსაზღვრული CCP-ების შესაბამისად საჭირო ჩანაწერების წარმოების მონიტორინგი;
სურსათის უვნებლობის მიმართულებით ობიექტების ყოველკვირეული შემოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
შიდა საოპერაციო პროცესების ადგილობრივ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში პროცესების ოპტიმიზაცია;
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა, ინსპექტირების პროცესების კოორდინაცია და შემოწმებებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
სამზადისისა და საკვების მომზადების პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი მოქმედ სტანდარტებთან;
დასუფთავების გუნდთან თანამშრომლობა სურსათისმიერი დაავადებებისა და დაბინძურების რისკების მინიმიზაციის მიზნით;
საწარმოო ზონების, სასაწყობე სივრცეების, მაცივრებისა და შესაბამისი დანადგარების სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
საწარმოო და სასაწყობე სივრცეებში ნედლეულის ვარგისიანობის ვადების კონტროლი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების წინასწარი ინფორმირება;
მენიუს ცვლილებისა და ახალი პროდუქტის დამატების შემთხვევაში შესაბამისი ეტიკეტების მომზადება და კვებითი/ენერგეტიკული ღირებულების შესახებ ინფორმაციის განახლება;
პროდუქტის მიკვლევადობისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
საჭიროების შემთხვევაში სტუმართან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის შემთხვევების შესწავლაში მონაწილეობა და პრობლემის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის შემუშავება;
HACCP-ის, GMP-ისა და GHP-ის მიმართულებით თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება;
თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ალერგენებისა და საკვების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე სტუმრებისთვის მენიუს დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
მაღალი რისკის მქონე პროდუქტების, მათ შორის ხორცისა და ყველის, თანდართული დოკუმენტაციის კონტროლი და დაარქივება;
გეგმური და არაგეგმური ლაბორატორიული კვლევების ორგანიზება;
საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლების სურსათის უვნებლობის მიმართულებით გარე აუდიტის ჩატარება;
სამზარეულოს პერსონალის პირადი ჰიგიენისა და სამუშაო ქცევის შესაბამისი წესების დაცვის კონტროლი;
დაფიქსირებული შეუსაბამობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება;
სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
კომპანიის შიდა პროცედურების, მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
სურსათის უვნებლობის სისტემებისა და პრინციპების ცოდნა;
HACCP-ის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების პრაქტიკული ცოდნა;
GMP-ისა და GHP-ის პრინციპების ცოდნა;
სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგისა და დარღვევების მართვის უნარი;
შესაბამისი დოკუმენტაციის, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოების უნარი;
აუდიტებისა და ინსპექტირებისთვის საჭირო ინფორმაციის ორგანიზების უნარი;
თანამშრომლებისთვის ტრენინგისა და კონსულტაციის ჩატარების უნარი.
სასურველი მოთხოვნები:
სტუმარმასპინძლობის, სარესტორნო ან კვების წარმოების სფეროში სურსათის უვნებლობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
რამდენიმე კვების ობიექტის სურსათის უვნებლობის პროცესების ერთდროულად მართვის გამოცდილება;
მომწოდებლების აუდიტისა და ლაბორატორიული კვლევების კოორდინაციის გამოცდილება;
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ან სხვა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
პროცესების კონტროლისა და გაუმჯობესების უნარი;
ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
პრინციპულობა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების დაცვისას;
პრიორიტეტებისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის მაღალი სტანდარტი.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კორპორაციულ ნომერსა და სასაუბრო ლიმიტს;
GMT Hospitality-ის რესტორნებში კორპორატიულ ფასდაკლებას;
პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობას;
მრავალფეროვან და დინამიურ სამუშაო გარემოს;
გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს. კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
კანდიდატის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ შესაბამისი საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით.
ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, შეგიძლიათ აღნიშნულის შესახებ მოგვმართოთ შესაბამისი საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations