კომპლექსი ფუნიკულიორ-ში ჩვენი გუნდი ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს
ჩვენი კომპანია აერთიანებს როგორც ტრადიციულ სარესტორნო, ისე Fine Dining მიმართულებას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების მაღალ სტანდარტებს, დეტალებზე ყურადღებასა და სტუმრისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს რესტორნის ოპერაციული მართვის, გუნდის ხელმძღვანელობისა და მაღალი კლასის მომსახურების ორგანიზების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება და შეუძლია განსხვავებული კონცეფციის ობიექტებში მომსახურების სტანდარტების ეფექტიანი მართვა.
რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
რესტორნის კონცეფციის შესაბამისად მომსახურების სტანდარტების დანერგვა, დაცვა და მუდმივი გაუმჯობესება;
Fine Dining მომსახურებისთვის დამახასიათებელი სტანდარტების, სერვისის თანმიმდევრობისა და სტუმართან კომუნიკაციის ხარისხის უზრუნველყოფა;
მომსახურების გუნდის ხელმძღვანელობა, თანამშრომელთა სამუშაო პროცესების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი განაწილება;
ახალი თანამშრომლების ადაპტაციის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების მართვა;
მომსახურების გუნდისთვის რეგულარული ტრენინგებისა და უკუკავშირის ორგანიზება;
სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
სტუმრების უკუკავშირის, პრეტენზიებისა და კონფლიქტური სიტუაციების პროფესიულად მართვა;
სამზარეულოს, ბარისა და მომსახურების გუნდებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
მენიუს, ღვინისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტების დაცვის კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;
რესტორნის ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი;
გაყიდვების ზრდის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება;
მარაგების, ინვენტარისა და საოპერაციო რესურსების ეფექტიანი მართვა;
ჰიგიენის, სანიტარიული და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
რესტორნის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
კომპანიის ხელმძღვანელობასთან აქტიური კომუნიკაცია და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა.
რესტორნის მენეჯერის ან ჰოსპიტალითის სფეროში მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
Fine Dining ან მაღალი კლასის სარესტორნო მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
რესტორნის ოპერაციული მართვისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
სტუმრის მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და სერვისის ეტიკეტის ცოდნა;
გუნდის მართვის, თანამშრომელთა მოტივაციისა და განვითარების გამოცდილება;
ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
მენიუს, ღვინისა და სასმელების მომსახურების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
კონფლიქტური სიტუაციების ეფექტიანი მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
Microsoft Office-ის პროგრამებისა და რესტორნის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
მაღალი პროფესიული სტანდარტები და დეტალებზე ყურადღება;
ეფექტიანი კომუნიკაცია და ემოციური ინტელექტი;
ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
პროაქტიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
პროფესიული ეთიკისა და მომსახურების კულტურის დაცვა.
პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
როგორც სარესტორნო, ისე Fine Dining მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
ფასდაკლებას GMT/Hospitality-ის ყველა ობიექტზე;
უფასო კვებას;
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობას.
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და სამუშაო შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი). კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations