GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს სუ შეფის (Sous Chef) პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და ლიდერული უნარებით გამორჩეულ პროფესიონალს, რომელიც მთავარი შეფის უშუალო მხარდამჭერი იქნება და უზრუნველყოფს სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტიანად წარმართვას, კერძების ხარისხისა და კომპანიის სტანდარტების დაცვას.
კომპანია: GMT/HOSPITALITY
მიმართულება: სამზარეულო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში / 40 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
მთავარი შეფის მხარდაჭერა სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვაში;
სამზარეულოს გუნდის სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
სამზარეულოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს სწორად განაწილება;
კერძების მომზადების პროცესის მონიტორინგი დადგენილი რეცეპტურისა და სტანდარტების შესაბამისად;
კერძების ხარისხის, გემოს, ვიზუალური მხარისა და პრეზენტაციის კონტროლი;
სამუშაო პროცესის დროულად და ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფა;
პროდუქტების ხარისხის, რაოდენობისა და შენახვის პირობების კონტროლი;
ნედლეულის რაციონალური გამოყენებისა და დანაკარგების შემცირების კონტროლი;
სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სათანადო გამოყენების კონტროლი;
სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ორგანიზებულობის მონიტორინგი;
ახალი თანამშრომლების ადაპტაციასა და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა;
თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ინსტრუქციების მიცემა;
პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
მარაგებთან და საჭირო ნედლეულთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლი და კომუნიკაცია;
საჭიროების შემთხვევაში, მენიუსა და ახალი კერძების შემუშავებაში მონაწილეობა;
სტუმრების უკუკავშირის საფუძველზე კერძების ხარისხთან დაკავშირებული საკითხების შეფასება;
მთავარი შეფის არყოფნის შემთხვევაში სამზარეულოს პროცესების ეფექტიანად მართვა;
სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა.
სუ შეფის, შეფის ან მზარეულის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
კულინარიული ტექნოლოგიებისა და კერძების მომზადების პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
სამზარეულოს ოპერაციული პროცესების მართვის გამოცდილება;
HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
გუნდის მართვისა და სამუშაოს ეფექტურად განაწილების გამოცდილება;
პროდუქტების, ნედლეულის და სამზარეულოს მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;
MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ქართული ენის ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
ყურადღება დეტალების მიმართ;
გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი;
მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნების უნარი;
სტრესულ და მაღალი დატვირთვის გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ინიციატივიანობა და პრობლემების პროაქტიულად გადაჭრის უნარი;
პროფესიული განვითარებისა და სიახლეების ათვისების სურვილი.
ფასდაკლებას GMT/HOSPITALITY-ის ობიექტებზე;
უფასო ლანჩს;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
დაბალანსებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებს;
საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
გამოცდილებას ჰოსპიტალიტის სფეროში და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული/პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი). კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
პური გულიანი ექსპრესი • Puri Guliani Express
HospitalityGMT HOSPITALITY
Salesრიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan
რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan
Hospitalityპური გულიანი • Puri Guliani
HospitalityMaverik
Marketing