GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და პროფესიონალ ადამიანს, რომელსაც უყვარს კულინარია, აქვს შესაბამისი გამოცდილება და შეუძლია მაღალი ხარისხის კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
კომპანია: GMT/HOSPITALITY
მიმართულება: სამზარეულო / კვების მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში / 40 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
მენიუსა და დადგენილი რეცეპტურის შესაბამისად კერძების მომზადება;
საჭირო ინგრედიენტების მომზადება და დამუშავება;
პროდუქტების სწორად დაჭრა, მომზადება და თერმული დამუშავება;
კერძების გემოს, ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
სამუშაო პროცესის ორგანიზებულად და დროულად შესრულება;
პროდუქტების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
ნედლეულის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
პროდუქტების დანაკარგის შემცირებასა და რაციონალურ გამოყენებაში მონაწილეობა;
საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა;
კომპანიის შიდა სტანდარტებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად მუშაობა.
მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
კულინარიული პროცესებისა და მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა;
სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის გამოყენების უნარი;
მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
ქართული ენის ცოდნა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
დროის ეფექტურად მართვა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დისციპლინირებულობა;
სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
პროფესიული განვითარების სურვილი.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ფასდაკლებას GMT/HOSPITALITY-ის ობიექტებზე;
უფასო ლანჩს;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
დაბალანსებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებს;
საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
გამოცდილებას ჰოსპიტალიტის სფეროში და პროფესიული უნარების განვითარებას.
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations