GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს დამწყები მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესი კულინარიის სფეროს მიმართ და სურს პროფესიული გამოცდილების მიღება და განვითარება პროფესიონალ მზარეულებთან ერთად.
კომპანია: GMT/HOSPITALITY
მიმართულება: სამზარეულო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში / 40 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
მზარეულის დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესის შესრულებაში;
ინგრედიენტების მომზადება და პირველადი დამუშავება;
პროდუქტების გარეცხვა, გასუფთავება, დაჭრა და მომზადება;
კერძების მომზადებაში მონაწილეობა დადგენილი რეცეპტურისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
სამზარეულოს სამუშაო პროცესებისა და მომზადების ტექნოლოგიების ეტაპობრივად შესწავლა;
კერძების მომზადებისას ხარისხისა და დადგენილი სტანდარტების დაცვა;
მზარეულის მითითებების შესაბამისად სამუშაოების დროულად შესრულება;
პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
პროფესიული უნარებისა და კულინარიული ცოდნის მუდმივი განვითარება.
კულინარიის სფეროს მიმართ ინტერესი;
მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი;
კულინარიული ან პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
ახალი ცოდნისა და უნარების სწრაფად ათვისების სურვილი;
სურსათის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
ქართული ენის ცოდნა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სწავლისა და განვითარების სურვილი;
შრომისმოყვარეობა და მონდომება;
სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დისციპლინირებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
ინიციატივიანობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ფასდაკლებას GMT/HOSPITALITY-ის ობიექტებზე;
უფასო ლანჩს;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
დაბალანსებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებს;
საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პრაქტიკული გამოცდილების მიღებას პროფესიონალ მზარეულებთან მუშაობის პროცესში.
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations