GMT Hospitality აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და მომარაგების მძღოლის პოზიციაზე.
· შესყიდული პროდუქციისა და მასალების მიღება და დანიშნულების ადგილზე დროული მიწოდება;
· განსაზღვრული მარშრუტებისა და მიწოდების გრაფიკის შესაბამისად გადაადგილება;
· საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, განსაზღვრული პროდუქციისა და მასალების შესყიდვა;
· შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
· განხორციელებული შესყიდვების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელთან თანხობრივი ანგარიშსწორება;
· პროდუქციისა და ინვენტარის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
· დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
· პროდუქციის ტრანსპორტირებისას შესაბამისი ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
· სატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
· ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
· ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის, პროდუქციის დაზიანების, მიწოდების შეფერხების ან სხვა პრობლემის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
· კომპანიის ქონებისა და გადაცემული პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა;
· საგზაო მოძრაობის, შრომის უსაფრთხოებისა და კომპანიის შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
· მინიმუმ საშუალო განათლება;
· მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა;
· ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
· თბილისის ქუჩებისა და ძირითადი მარშრუტების კარგი ცოდნა;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
· პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
· გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
· სამუშაო გრაფიკი: მცოცავი – კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 საათისა;
· ანაზღაურება: 1 400 ლარი;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations