მზარეულობაც ხელობაა და თანაც როგორი! აბა, სხვა ვის შეუძლია, უბრალო პროდუქტი ნამდვილ ნუგბარად აქციოს და სტუმარს დღე გაულამაზოს?
თუ შენც გრძნობ, რომ შენში ერთი დარდიმანდი და ხელმარჯვე ოსტატი ძევს, მაშინ სწორ ადგილას მოხვედი!
რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე!
თბილისქალაქი რომ გემოების გზაჯვარედინია, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ხან აზიიდან მოქროლილი სურნელი დაგიტრიალებს თავს, ხანაც ევროპული დახვეწილობა მოგჭრის თვალს. ჰოდა, ამ ჭრელ ქალაქში, ზუსტად ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც ერთ დროს ნიკალას ტილოებზე მტკვარი და მისი ტივები ცოცხლდებოდა, ჩვენ, „რიგში“ გავშალეთ ჩვენი სუფრა.
აქაური ამბავი უბრალო მზარეულობაზე მეტია. ეს არის თბილისური სულის დაჭერა, ძველი დუქნების ხიბლის გაცოცხლება და იმ განსაკუთრებული პეწის მიცემა, რაც მხოლოდ ჩვენებურ კერძებს აქვს. ხინკალსაც თავისი მოხვევა უნდა და აჯაფსანდალსაც გემოების ისეთი შეხამება, სტუმარი რომ იტყვის, ამისთანა არაფერი გამისინჯავსო!
ხოდა, თუ გული გიძგერს, რომ შენც ამ დიდი ამბის ნაწილი გახდე, თუ თითები გექავება ახალი რეცეპტების შესასწავლად და თუ მზად ხარ, ჩვენს შეფ-მზარეულს დაუდგე გვერდში და მისგან ნამდვილი ოსტატობა ისწავლო, მაშინ შენი ადგილი ჩვენს სამზარეულოშია!
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!

ქალაქს ყოველთვის აქვს თავისი გასტრონომია, რომელიც არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის! აზიისა და ევროპის კულტურათა გზაგასაყარზე, სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულმა თბილისმა, თვითონ შექმნა ქალაქური გასტრონომიული ტრადიცია, რომელიც არ ჰგავს არავისას. თბილისში ხელახლა დაიბადა აჯაფსანდალი, „თბილისური ოსტრი“, ცოცხალი, „თბილისური ხაში“, ჩახოხბილი, ქალაქური ხინკალი... მაგრამ ერთი რამ მუდამ განსაკუთრებული ჰქონდა, - ყველა რეგიონის თუ სხვა ქვეყნის კერძს თავისებურ თბილისქალაქურ პეწს და გემოს მატებდა. ეს გემოების თაიგულები, თბილისური მენტალიტეტის ეგზოტიკა, ყოველთვის თბილისურ დუქნებსა და მის სავაჭრო რიგებში აისახებოდა - ბამბის რიგი, რკინის რიგი, ბნელი რიგი.. დუქანი კი ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა თბილისის ისტორიაში, არამარტო თავისი შინაარსით, არამედ დამოკიდებულებით. დღეს კი, ეს ყველაფერი, ახალი სიცოცხლის სახეს იღებს და ვორონცოვის მოედანზე, იქ, სადაც ნიკალა მტკვრის ტივებიან ნაპირებს ხატავდა, ახლა თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ გაგიღებთ კარს. თბილისური ნატიფობის შეგრძნებითვის, განტვირთვისთვის, გემრიელად კვებისა და ხალასი ურთიერთობებისთვის რიგს უნდა ესტუმროთ.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations