
ძირითადი მოვალეობები:
საქონლის მიღება: მომწოდებლისგან პროდუქციის ჩაბარება, რაოდენობისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი (ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში უშუალო ზედამხედველის ინფორმირება) და მიღების დოკუმენტაციის წარმოება.
პროდუქციის სწორად განთავსება: შემოსული პროდუქციის შესაბამის საწყობებში დალაგება ტემპერატურული რეჟიმებისა და FIFO/FEFO (პირველი შემოსული/ვადაგასვლის) პრინციპების სრული დაცვით.
სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა: თაროებისა და ინვენტარის სისუფთავის კონტროლი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მავნებლების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ნაშთების კონტროლი: ზედამხედველის ჩართულობით პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა, გეგმიურ თუ არაგეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და დეფიციტისა ან ზედმეტი ნაშთების დროული გამოვლენა.
პროდუქციის გაცემა: მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი განყოფილებებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება და გაცემის დოკუმენტაციის ზუსტი წარმოება.
უსაფრთხოების წესების დაცვა: ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების ცოდნას;
• სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას;
• ლოიალობას;
• სამუშაო ეთიკის დაცვას;
• გუნდური მუშაობის უნარს;
• დეტალებზე ორიენტირებულობას;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას;
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
GMT HOSPITALITY
Hospitalityპური გულიანი • Puri Guliani
HospitalityHampshire BioLogix
DevelopmentMaverik
MarketingMaverik
MarketingGMT HOSPITALITY
Management