GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს ოპერაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მხარდაჭერაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა საკითხის ეფექტიან კოორდინაციას და დაეხმარება გუნდს სამუშაო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში.
კომპანია | GMT Hospitality |
სტრუქტურული ერთეული | ოპერაციული მიმართულება |
დასაქმების ფორმა | სრული განაკვეთი |
სამუშაო დღეები | 5 დღე |
სამუშაო საათები | 40 საათი |
სამუშაო ადგილი | თბილისი |
ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ მხარდაჭერაში მონაწილეობა;
სხვადასხვა დეპარტამენტსა და ობიექტს შორის ინფორმაციისა და სამუშაო საკითხების კოორდინაცია;
მიმდინარე დავალებებისა და პროცესების შესრულების მონიტორინგი;
საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი პირებისთვის დროული მიწოდება;
ყოველდღიური ოპერაციული საკითხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და განახლება;
ანგარიშების, ცხრილებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარმოებაში მონაწილეობა;
ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მიმდინარე დავალებების შესრულება და მათი სტატუსის მონიტორინგი;
შეხვედრების, სამუშაო პროცესებისა და სხვადასხვა საოპერაციო აქტივობის ორგანიზებაში დახმარება;
კომპანიის ობიექტებიდან მიღებული მოთხოვნებისა და საკითხების შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება და შესრულების მონიტორინგი;
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ობიექტებზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
ოპერაციული პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
შიდა კომუნიკაციისა და ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
კომპანიის შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა;
კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა.
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
ადმინისტრაციულ, ოპერაციულ ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის კარგი ცოდნა;
ორგანიზებულობისა და რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი;
ინფორმაციის სწრაფად მოძიების, დამუშავებისა და სტრუქტურირებულად წარდგენის უნარი;
წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები;
ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ახალი ინფორმაციისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
სწრაფ და დინამიკურ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
GMT/HOSPITALITY-ის ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
უფასო ლანჩს;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
დაბალანსებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
კორპორაციულ ღონისძიებებს;
პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას;
სრულად დაფინანსებულ მომზადება-გადამზადების პროგრამებს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას კომპანიაში;
სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან მუშაობისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations