
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კერძების მომზადების პროცესის ორგანიზება და კონტროლი დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
პროდუქციის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობის კონტროლი;
სექციაში დასაქმებული თანამშრომლების (დემი შეფი, კომი შეფი და სხვა) საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების (HACCP) დაცვა;
ყოველდღიური წარმოების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების მოთხოვნის მომზადება;
საკვების პორციების, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტაციის სტანდარტების კონტროლი;
პროდუქციის დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმიზაციაზე ზრუნვა;
სუ შეფისა და აღსრულებელი შეფის ინსტრუქციების შესრულება;
ახალი თანამშრომლების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა;
ეფექტური თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ცოდნა;
HACCP-ისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
ლიდერული და გუნდური მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
დროის ეფექტური მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
პროფესიული კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass-ს;
კორპორატიულ კვებას;
ტაქსით მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ;
უფასო პროფესიულ ტრენინგებს და საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს ყველა ფილიალსა და რესტორანში.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan
GMT HOSPITALITY
HospitalityGMT HOSPITALITY
SalesGMT HOSPITALITY
პური გულიანი • Puri Guliani
HospitalityMaverik
Marketing