GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს უფროსი მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია კერძების მომზადებასთან ერთად სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია, სამუშაო პროცესების ორგანიზება და ხარისხის დადგენილი სტანდარტების დაცვა.
კომპანია: GMT/HOSPITALITY
მიმართულება: სამზარეულო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში / 40 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
გუნდის წევრებს შორის დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
მენიუსა და დადგენილი რეცეპტურის შესაბამისად კერძების მომზადება;
პროდუქტების პირველადი და თერმული დამუშავების პროცესების ზედამხედველობა;
კერძების გემოს, ხარისხის, პორციებისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
სამუშაო ცვლისთვის საჭირო პროდუქტების, ნახევარფაბრიკატებისა და ინვენტარის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
შეკვეთების დროულად და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომზადების უზრუნველყოფა;
პროდუქტების ხარისხის, ვარგისიანობის, მარკირებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
ნედლეულის საჭიროების განსაზღვრა და უშუალო ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება;
პროდუქტების რაციონალური გამოყენების კონტროლი და დანაკარგების შემცირება;
მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენების ზედამხედველობა;
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი;
ახალი თანამშრომლების სამუშაო პროცესში ჩართვა, ინსტრუქტაჟი და პროფესიული მხარდაჭერა;
სამზარეულოსა და მომსახურების გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
კერძებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;
კომპანიის შიდა სტანდარტებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესრულების უზრუნველყოფა.
მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უფროსი მზარეულის პოზიციაზე მუშაობის ან სამზარეულოს გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
კულინარიული პროცესებისა და მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა;
რეცეპტურის, პორციებისა და კერძების ხარისხის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
პროდუქტების შენახვის, მარკირებისა და ვარგისიანობის კონტროლის წესების ცოდნა;
სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის გამოყენების უნარი;
სამუშაოს დაგეგმვის, დავალებების განაწილებისა და შესრულების კონტროლის უნარი;
მაღალი დატვირთვის პირობებში გუნდის კოორდინაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ქართული ენის ცოდნა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდის ორგანიზებისა და თანამშრომელთა მხარდაჭერის უნარი;
სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
დისციპლინირებულობა;
მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია;
გუნდური მუშაობის უნარი;
პრობლემების დროულად გამოვლენისა და გადაჭრის უნარი;
სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მზაობა;
პროფესიული განვითარების სურვილი;
ხარისხის სტანდარტების დაცვის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ფასდაკლებას GMT/HOSPITALITY-ის ობიექტებზე;
უფასო ლანჩს;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
დაბალანსებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
კორპორატიულ ღონისძიებებს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებს;
საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
გამოცდილებას ჰოსპიტალიტის სფეროში და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული დავალება;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს შექმნას.
კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, მოტივაციასა და პროფესიულ კომპეტენციებს. კომპანია არ ახდენს კანდიდატების დისკრიმინაციას ისეთი ნიშნების საფუძველზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებთან.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations