
კომპანიის შესახებ: „რიგი გასტროდუქანი“ მდებარეობს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე. რესტორნის კონცეფცია აერთიანებს ძველი თბილისური დუქნების ისტორიულ ხიბლს, ტრადიციულ სტუმართმოყვარეობასა და თანამედროვე გასტრონომიულ გამოცდილებას. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც ჩვენი სტუმრებისთვის ობიექტის სავიზიტო ბარათი გახდება.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების კეთილგანწყობილი დახვედრა, მიღება და მაგიდასთან განთავსება.
სტუმრებისთვის რესტორნის სივრცის გაცნობა (მცირე ტურის ჩატარება) და „რიგის“ კონცეფციისა და ისტორიის წარდგენა.
ღვინის მარნის ტურის ჩატარება: სტუმრებისთვის ღვინის ასორტიმენტის გაცნობა, დეგუსტაციის პროცესის მართვა და სასმელის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (უცხოელ სტუმრებთან თავისუფალი კომუნიკაციისთვის).
ღვინის კულტურის მიმართ დიდი ინტერესი და საბაზისო ცოდნა (ან შესწავლის სურვილი).
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. (ვაკანსიაზე განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც).
პიროვნული თვისებები და უნარები:
სტუმართმოყვარეობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პრეზენტაციის უნარი.
პოზიტიური, ენერგიული და ღიმილიანი განწყობა.
გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიულ სასწავლო აკადემიასა და სერტიფიკატს.
სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფას.
ტრანსპორტირებას 23:00 საათის შემდეგ.
ჯანმრთელობის დაზღვევას.
კორპორატიულ ფასდაკლებებს.
Fitpass-ს.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
ქალაქს ყოველთვის აქვს თავისი გასტრონომია, რომელიც არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის! აზიისა და ევროპის კულტურათა გზაგასაყარზე, სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულმა თბილისმა, თვითონ შექმნა ქალაქური გასტრონომიული ტრადიცია, რომელიც არ ჰგავს არავისას. თბილისში ხელახლა დაიბადა აჯაფსანდალი, „თბილისური ოსტრი“, ცოცხალი, „თბილისური ხაში“, ჩახოხბილი, ქალაქური ხინკალი... მაგრამ ერთი რამ მუდამ განსაკუთრებული ჰქონდა, - ყველა რეგიონის თუ სხვა ქვეყნის კერძს თავისებურ თბილისქალაქურ პეწს და გემოს მატებდა. ეს გემოების თაიგულები, თბილისური მენტალიტეტის ეგზოტიკა, ყოველთვის თბილისურ დუქნებსა და მის სავაჭრო რიგებში აისახებოდა - ბამბის რიგი, რკინის რიგი, ბნელი რიგი.. დუქანი კი ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა თბილისის ისტორიაში, არამარტო თავისი შინაარსით, არამედ დამოკიდებულებით. დღეს კი, ეს ყველაფერი, ახალი სიცოცხლის სახეს იღებს და ვორონცოვის მოედანზე, იქ, სადაც ნიკალა მტკვრის ტივებიან ნაპირებს ხატავდა, ახლა თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ გაგიღებთ კარს. თბილისური ნატიფობის შეგრძნებითვის, განტვირთვისთვის, გემრიელად კვებისა და ხალასი ურთიერთობებისთვის რიგს უნდა ესტუმროთ.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
GMT HOSPITALITY
HospitalityGMT HOSPITALITY
SalesGMT HOSPITALITY
პური გულიანი • Puri Guliani
HospitalityMaverik
MarketingHampshire BioLogix
Development