
GMT Hospitality-ის კულინარიული გუნდი ფართოვდება. ჩვენ ვეძებთ დემი შეფს, რომელიც არამხოლოდ მიჰყვება დადგენილ სტანდარტებს, არამედ ზუსტად ესმის ხარისხის მნიშვნელობა და მზად არის, გუნდთან ერთად შექმნას გამორჩეული სტუმართმასპინძლობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
კულინარიული ნაწარმის შექმნა დადგენილი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების ზუსტი დაცვით.
პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის მუდმივი კონტროლი.
სამუშაო პროცესში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა.
პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტების დროული შეკვეთა და მიღებისას მათი ხარისხის შემოწმება.
შემდგომი ცვლისთვის ნახევარფაბრიკატების მომზადება და სამუშაო პროცესის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე (დემი შეფად ან მზარეულად) მუშაობის გამოცდილება.
სანიტარული და ჰიგიენური ნორმების (HACCP) საფუძვლიანი ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალობა.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა დატვირთულ რეჟიმში.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას GMT Hospitality-ში.
უფასო კვებას სამუშაო საათებში.
კორპორატიულ ფასდაკლებას კომპანიის ყველა ობიექტზე.
უზრუნველყოფილ ტრანსპორტირებას (23:00 საათის შემდეგ).
მრავალფეროვან კორპორატიულ ღონისძიებებს.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
საუკეთესო ქართული ტრადიციებისგან შთაგონებული ინოვაციით, GMT/HOSPITALITY ყოველდღიურად ქმნის და განსაზღვრავს ქართული სუფრის ხელოვნებას. კომპანიის თითოეული სარესტორნო სივრცე ქართული სტუმარმასპინძლობის ურყევი და მტკიცე რწმენითაა შექმნილი და სტუმრებს სთავაზობს არამხოლოდ კერძს - არამედ ადამიანების ერთ მაგიდასთან თავშეყრის ჯადოსნურ თავგადასავალს - რაც არის ნამდვილი ქართული სუფრის ჭეშმარიტი დანიშნულება. არ აქვს მნიშვნელობა, სასაუზმედ მყუდრო კაფეს ეძებთ, თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე ნოყიერი და გემრიელი ლანჩი გსურთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღნიშნავთ თუ, უბრალოდ, მეგობრები შეიკრიბეთ სამუშაო კვირის ბოლოს საღამოს მხიარულად გასატარებლად, ჩვენი მისია მარტივია - გვჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ნამდვილი ქართული სუფრა აახლოებს ტრადიციული კერძებით, რომლებიც ჩვენს თანამედროვეობას შევუხამეთ და ახლიდან აღმოვაჩინეთ. GMT/HOSPITALITY-ის რესტორნები თავიანთი პრემიუმ მომსახურებით, კულინარიული თავგადასავლების უსაზღვრო შესძლებლობებითა და ქართულ კულტურასთან სიღრმისეული კავშირით, უკვე წლებია, რაც ქართული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Complete 2 assessments before applying.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
GMT HOSPITALITY
Hospitalityპური გულიანი • Puri Guliani
HospitalityHampshire BioLogix
DevelopmentMaverik
MarketingMaverik
MarketingGMT HOSPITALITY
Management