კომპლექსი ფუნიკულიორი - აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ტიპის ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან “ფუნიკულიორს”, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ “ქართულ ბისტროს” და პურ-ფუნთუშეულის კაფე “ფუნიკულიორს”.
პოზიციის შესახებ
კომპანია | GMT Hospitality |
სტრუქტურული ერთეული | სერვისის / რესტორნის ოპერაციების დეპარტამენტი |
დასაქმების ფორმა | სრული განაკვეთი |
სამუშაო დღეები | 5 სამუშაო დღე |
სამუშაო საათები | 40 საათი |
სტუმრების დახვედრა და მისალმება;
მაგიდების განაწილება და რესტორნის დატვირთვის კოორდინაცია;
რეზერვაციების ინფორმაციის გადამოწმება;
სტუმრის პირველადი შეკითხვების/მოთხოვნების დამუშავება;
მოლოდინის დროისა და სტუმრის ნაკადის მართვა;
სერვისის გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
სტუმარმასპინძლობის ან მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია;
კომუნიკაციისა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
ქართული ენის გამართული ცოდნა; უცხო ენის ცოდნა სასურველია;
ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა.
სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
სამუშაო ვადებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
GMT Hospitality-ის რესტორნებში კორპორაციულ ფასდაკლებას;
პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობას;
სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
სრულად დაფინანსებულ მომზადება-გადამზადების პროგრამებს და საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას.
შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
მიღებული განაცხადების განხილვა;
გასაუბრება ადამიანური კაპიტალის მართვის წარმომადგენელთან;
პროფესიული გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება.
შერჩევის თითოეული დასრულებული ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს ინფორმაციას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ.
GMT Hospitality უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს. კანდიდატების შეფასება ეფუძნება პოზიციასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.
GMT Hospitality ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
კანდიდატის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს GMT Hospitality-ში გამოცხადებულ სამომავლო ვაკანსიებთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნითაც. პერსონალური მონაცემები ინახება მათი შეგროვებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი განახლება, ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის გვერდზე და დაგვიკავშირდეთ იქ მითითებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
GMT Hospitality-მა კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გაუზიაროს GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებასთან შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. ჯგუფში შემავალი კომპანიები პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფენ.
თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების GMT Hospitality-ის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე საკომუნიკაციო არხებით.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
„პური გულიანი“ - ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ და ძვირფას ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ. სწორედ ასე ეწოდება ჩვენს სახაბაზოსაც, სადაც ისტორია ცოცხლდება, ცხობის ქართულ ტრადიციებს განვითარების უწყვეტი ხაზი ემატება და ყოველდღიურად მზადდება ქართული კერძების, გულსართიანი პურეულისა და დესერტების თანამედროვე ვარიაციები. პური გულიანი ქართული გულსართიანების კონცეფციის გაგრძელებაა, უწყვეტი ისტორია, რომელიც თანამედროვე ყოფაში ახალ ფორმასა და დატვირთვას იძენს, მაგრამ არ კარგავს მთავარს - ყველაზე საკრალურ ცომის გუნდაში დამალოს ძველი შინაარსი თუ ახალი აღმოჩენა.
Please provide the following materials to apply
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
პური გულიანი ექსპრესი • Puri Guliani Express